ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადა

პირველად  ქართველი მოსწავლეები ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას. ოთხკაციანი ნაკრები შესარჩევი წერების შედეგად დაკომპლექტდა. ნაკრების ოთხი წევრიდან სამი კომაროველია: ელენე ყარანგოზიშვილი, მარიამ როგავა დასოფიო ბრეგაძე.

ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადა წელს მეხუთედ ჩატარდება და მას რუმინეთის ქალაქი ბუშტენი უმასპინძლებს. მონაწილეობას ევროპის ქვეყნების გოგონათა ოთხწევრიანი გუნდები იღებენ. ასევე, კონკურსის გარეშე მონაწილეობენ სხვა კონტინენტების მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებიც: ინდონეზია, ირანი, იაპონია, მექსიკა, საუდის არაბეთი, ამერიკისშეერთებული შტატები და სხვა.

ოლიმპიადა აპრილში გაიმართება.

საქართველოს გუნდის ხელმძღვანელები გახლავთ ივანე გოქაძე და დიმიტრი არაბიძე.


ზემოთ